ობამას ორმაგი დარტყმა პუტინს - რუსეთის ეკონომიკის აღსასრული
მსოფლიო - 15:21, 19 Jul, 2015     25666
როგორც ჩანს, დგება არა მარტო პუტინის რუსეთის ეკონომიკის აღსასრული, არამედ, უახლოეს მომავალში, მსოფლიო ეკონომიკა საბოლოოდ განთავისუფლდება რუსული ნავთობისა და გაზის დამოკიდებულებისაგან.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ივლისში უმძიმესი ორმაგი დარტყმა მიაყენა.

პირველი დარტყმა იყო თანხმობის მიღება აშშ კონგრესისაგან ქვეყნის 8 წლიანი ნავთობმარაგის გაყიდვის თაობაზე, რომლისგან შემოსული თანხაც იშვიათი მძიმე სახის დაავადებების მკურნალობისათვის აუცილებელ გამოკვლევებს მოხმარდება. ეს აქტი 2015 წლის 8 ივლისს განხორციელდა.

მეორე დარტყმა 14 ივლისს განხორციელდა, როდესაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ობამას გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელა, რომელშიც აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში, აშშ-სა და ირანის პარლამენტები ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ და მოიხსნება ემბარგო ირანის ნავთობისა და გაზის მოწოდების აკრძალვის თაობაზე.

შესაბამისად უახლოეს მომავალში ევროპისა და მსოფლიოს ბაზარზე აშშ-დან და ირანიდან ნავთობპროდუქტების ძალიან დიდი რაოდენობა შემოვა, რაც კრიტიკულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის NIOC-ის საერთაშორისო კავშირების დირექტორმა მოხსენ კამსარიმ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი მკვეთრად გაზრდის ნავთობისა და გაზის ექსპორტს და როგორც ადრე, ირანული ნავთობისა და გაზის წილი ევროპულ ბაზარზე 42-43 პროცენტს მიაღწევს.

ირანს ყველაფერი მზად აქვს, მას გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი , 42 ტანკერისაგან შემდგარი საზღვაო ფლოტი, NIOC-ის განკარგულებაშია VLCC (Very Large Crude Carrier) კლასის 60 ტანკერი, რომლებსაც ჯამში 100 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა შეუძლია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი, დღევანდელი 60$-დან მინიმუმ 15$-ით დაეცემა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება 35$ დოლარია.

რუსეთის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ძლიერი კონკურენტების - აშშ-სა და ირანის წნეხის ქვეშ მოექცევა და რადგანაც რუსეთის ბიუჯეტის 2/3 ნავთობისა და გაზის გაყიდვის შემოსავლებზეა დამოკიდებული, პუტინი უმძიმეს მდგომარეობაში მოექცევა.

როგორ ამთავრებს ცხოვრებას სახელმწიფო რომელსაც მსოფლიო ბატონობაზე აქვს პრეტენზია, ხოლო მისი ეკონომიკა კრიტიკულადაა დამოკიდებული ნედლეულის, კერძოდ ნავთობგაზპროდუქტების გაყოდვაზე საბჭოთა კავშირის ისტორიიდან კარგად გვახსოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42