სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
სამართალი - 18:06, 28 Feb, 2013     1038

 

დაპატიმრებული არიან, აჭარის ფინანსათა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე.


ასევე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ორი პირი, შ.პ.ს. ,,ლემისე-კომპანის"" მფლობელი ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მიმალვაში.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ სააქციო საზოგადოება ,,ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული" ქარხნის დაუფლების მიზნით, რომლის 76%-ს ფლობდნენ სახელმწიფო ბრალდებულები კაპანაძე და კაკალაშვილი, დანაშაულებრივად გაურიგდნენ მღერბიშვილს და გურგენიძეს.

მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც ქარხნის საწესდებო კაპიტალში არსებული 4. 348.856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შ.პ.ს ,,ლემისე-კომპანიას" მილიონ 111 ათას ლარად გადაეცა. აღნიშნული ქმედებით კი სახელმწიფომ იზარალა 3. 233. 856 ლარი.


გამოძიების მსვლელობისას ასევე გამოიკვეთა სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის სხვა დანაშაულებრივი ქმედება. მათ ქონების გადამალვისა და კრედიტორის წინაშე ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით, შ.პ.ს. ,,ბათოილს", რომლის მფლობელებიც თავად იყვნენ, დირექტორთან პაატა დათიშვილთან გააფორმეს რამდენიმე გარიგება და ,,ბათოილის" ქონება მათზე გადააფორმეს.


აღნიშნულის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პაატა დათიშვილი დააკავეს.


მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 205-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42