შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ხეტ-ტყის უკანონოდ მოჭრისთვის 16 პირი დააკავა
სამართალი - 12:14, 19 Jul, 2015     1421

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 16 პირი: 1960 წელს დაბადებული თენგიზ ბ, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1963 წელს დაბადებული გურამ გ, 1989 წელს დაბადებული ჯაბა ს, 1985 წელს დაბადებული მერაბ ვ, 1990 წელს დაბადებული მალხაზ მ, 1973 წელს დაბადებული რევაზ ც, 1990 წელს დაბადებული თენგიზ ნ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე ჩ, 1960 წელს დაბადებული დავით გ, 1975 წელს დაბადებული ვეფხია ა, 1981 წელს დაბადებული პაატა ფ, 1976 წელს დაბადებული დავით კ, 1976 წელს დაბადებული გიორგი შ,1979 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. და 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ვ. ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანების, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, მხილებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. ჯაბა ს-ს მოხსნილი ჰქონდა გარემოსდაცვითი სამსახურის მიერ დადებული ლუქი და უნებართვოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავებას გეგმავდა. პოლიციამ ჯაბა ს-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან უკანონოდ მოპოვებული 8,80 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი და 4,30 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი, ბორჯომის რაიონში - უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის, 5,8 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი და 18 ცალი, 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ხოლო ადიგენის რაიონში - უკანონოდ მოჭრილი, 3 მეტრის სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის 114 ცალი მრგვალი მორი, 3 კუბ.მეტრი დახერხილი ფიცარი და 6 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი ამოიღო. სამართალდამცველებმა ორივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

გამოძიება ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 84-ე პრიმა-1 მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42