კურიერის ინფორმაციით, მოსამართლემ ბრალდების მხარეს მაჭავარიანის წინააღმდეგ ვიდეოჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა.
იმის გამო, რომ ამ მასალის ამოღებისთვის გარკვეული დროა საჭირო, სასამართლო სხდომა ორშაბათისთვის ჩაინიშნა. მანამდე კი მაჭავარიანი მოსამართლემ გაათავისუფლა.
მაჭავარიანის ადვოკატი, ოთო კახიძე აცხადებს, რომ მაჭავარიანს კანონი არ დაურღვევია და ის მის გათავისუფლებას ყოველგვარი ფულადი ჯარიმის გარეშე ითხოვს.
ლექსო მაჭავარიანი დღეს აქციის გამართვამდე პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ ის მთავრობის კანცელარიის აქციისთვის საჭირო აღჭურვილობის მანქანიდან გადმოღებას ცდილობდა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად. შსს-ში აცხადებდნენ, რომ მისი დაკავება დმინისტრაციული წესით 173-ე მუხლის პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდების საფუძველზე მოხდა.
იურისტები აცხადებენ, რომ პოლიციას მათთვის ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდა და, შესაბამისად, მაჭავარიანს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია.
მასალის გამოყენების პირობები






