„ტაბულას“ პროდიუსერის, ალექსი მაჭავარიის სასამართლო პროცესი უკვე ჩაინიშნა. სასამართლოში მოსამართლის მისვლას ელოდებიან. მაჭავარიანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით მაჭავარიანი უსაფუძვლოდ არის დაკავებული:
"ლექსო დაკავებულია სრულიად უსაფუძვლოდ, თითქოსდა ის შეურაცხყოფას აყენებდა იქ ადამიანებს და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, მაშინ, როცა, არც დაკავების ოქმში და ახსნა განმარტებებში არ არის არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მოხსენიებული.
ლექსო ამბობს რომ პოლიცია იქცეოდა სამარცხვინოდ და ეს არ არის შეურაცხყოფა, როდესაც პოლიცია ხელს უშლის აქციის ჩატარებას ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულს - ეს მართლაც სამარხცვინოა და ნიშნას, რომ მეც ახლა სამართალდარღვევას ჩავდივარ.
წინააღმდეგობას რაც შეეხება, ისინი აბსოლუტურად სანქცირებულად, კანონის შესაბამისად, მანიფესტაციების თავისუფლების - საქარველოს კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. გზაც არ იყო გადაკეტილი. ცდილობდნენ უბრალოდ მაგიდის ჩამოღებას მანქანიდან, სადაც განათავსებდნენ სცენას, რაც კანონის მოთხოვნებში პირდაპირ ჯდება. შესაბამისად, პოლიციისთვის წინააღმეგობის გაწევაზე საუბარი არის აბსურდული.
ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, ვფიქრობ, სასამართლო ამ შემთხვევაში იმსჯელებს წარდგენილი მასალების შესაბამისად და ჩათვლის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბასილაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






