საერთაშორისო ექსპერტები პროკურატურის რეფორმას პოზიტიურად აფასებენ
სამართალი - 21:28, 17 Jul, 2015     1467
იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის რეფორმის კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ვენეციის კომისიის, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციისა და ეუთო-ს დასკვნის საფუძველზე მომზადდა. თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა სამართლებრივი სივრცე იყოს უფრო ევროპული, უფრო ცივილიზებული და ადამიანის უფლებებზე, გამჭვირვალობაზე დაფუძნებული. სწორედ ამიტომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც პროკურატურის რეფორმის ინიციატორმა, სთხოვა ვენეციის კომისიას პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციისა და ეუთო-ს ერთობლივი ანგარიში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „პროკურატურის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებზე. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს დასკვნის „რეკორდულად მოკლე დროში წარმოდგენისათვის“.

„მთლიანობაში, ისინი ამბობენ, რომ ეს რეფორმა არის სწორი მიმართულებით მიმავალი რეფორმა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, და ეს რეფორმა გაგრძელდება. ისინი კანონპროექტს პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მისასალმებელია პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო კონფერენციის შექმნა და, რაც ძალიან სასიხარულოა, ასევე, დადებითად შეფასდა საქართველოში საპროკურორო საბჭოს შექმნის იდეა. მათ ეს საბჭო დაასახელეს როგორც ერთ-ერთი მოდერნისტული, თანამედროვე და ეფექტიანი ინსტრუმენტი რეფორმისა. ამიტომაც ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი კანონად იქცევა და წლის ბოლომდე ქვეყანას ახალი წესით შერჩეული საქართველოს მთავარი პროკურორი ეყოლება.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შევა:

Ø დასკვნის თანახმად, საერთაშორისო გამოცდილებით პოზიტიურადაა მიჩნეული, როცა საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა პროკურორებს აქვთ, რადგან პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ამიტომ იუსტიციის მინისტრი გამოდის ინიციატივით, საპროკურორო საბჭოში შევიდეს არა ოთხი, არამედ 8 პროკურორი, რომელთაც აირჩევს პროკურორთა კონფერენცია;

Ø იუსტიციის მინისტრი კვლავ უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს, იქნება ჩართული მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში, მაგრამ ის საპროკურორო საბჭოს წარადგენს მთავარი პროკურორის არა ერთ, არამედ ორ კანდიდატურას. თავად კანდიდატების შერჩევის პროცესიც უფრო მეტად ინკლუზიური იქნება;

Ø ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალიწინებით, რომ უმჯობესი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის როლის შემცირება საპროკურორო საბჭოში, იუსტიციის მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს ომბუდსმენის მონაწილეობას ამ ორგანოში. თეა წულუკიანის თქმით, ამ თემაზე უჩა ნანუაშვილთან კონსულტაციებია დაგეგმილი;

Ø საპროკურორო საბჭოში კვლავ იქნება ორი პარლამენტარი, რაც ვენეციის კომისიამ შეაფასა დადებითად, და ამის გამო ამ საბჭოს „კოლეგიალური და პოზიტივზე ორიენტირებული ორგანო“ უწოდა;

Ø საპროკურორო საბჭოში იგეგმება ახალი წევრის − იუსტიციის საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლის − შემოყვანა. იუსტიციის მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან;

Ø გაიზრდება საბჭოში პროფესურისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობაც. მის შემადგენლობაში სამი ასეთი წევრი იქნება.

„რეალურად ეს იქნება საბჭო, სადაც პროკურორებს ექნებათ დიდი წარმომადგენლობა, იქნება საქართველოს ომბუდსმენი, იქნება მართლმსაჯულების წარმომადგენელი, იქნება უფრო მეტი აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენელი და საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. საბჭო იქნება 15 წევრისაგან შემდგარი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორის არჩევის წესი და პროცედურა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ იცვლება − პროკურორის არჩევაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭო, მთავრობა და პარლამენტი, არჩევა კი უბრალო უმრავლესობით მოხდება.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ვენეციის კომისიისადმი მოკლე დროში დასკვნის წარმოდგენისთვის და წინასწარ გადაუხადა მადლობა პარლამენტარებს, ვინც მხარს დაუჭერს პროკურატურის ინსტიტუციურ რეფორმას.

პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ვენეციის კომისიას, ეუთო-სა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა. საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე აღნიშნა, რომ კომისიის ხედვების დიდი ნაწილი გაზიარებული იქნებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ. სწორედ ამ შეფასებების გათვალისწინებით წარმოადგინა მინისტრმა პროკურატურის რეფორმის სახეცვლილი პროექტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42