"ბიბისის" რუსული რედაქცია ჰიპოპოტამ ბეგიზე მორიგ სტატიას აქვეყნებს. კალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებმა თბილისის სიმბოლოდ ქცეულ ჰიპოპოტა ბეგის ხელფასი შესწირეს.
ერთი თვის წინ, თბილისის ქუჩებში მოსეირნე ბეგის ფოტომ სოციალური ქსელები მოიცვა. საბედნიეროდ, ჰიპოპოტამს ზიანი არავისთვიის მიუყენებია და ზოოპარკში უპრობლემოდ დაბრუნდა.
ბეგის ზოოპარკში დაბრუნების ოპერაციას მსოფლიო მაუწყებლები გადასცემდნენ.
როგორც გაირკვა, მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბეგიმ განსაკუთრებული ყურადღება კალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებისგან დაიმსახურა, რომელთათვისაც ჰიპოპოტამი უცხო სულაც არ აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ ბეგი 1999 წლის 14 მაისს სწორედ კალინინგრადის ზოოპარკში დაიბადა. 2000 წელს კი მას ჰუსეინ-დელფინის მეტსახელის მქონე ჰიპოპოტამი თბილისში გამოიგზავნა, სადაც მას ბეგი დაარქვეს.
მასალის გამოყენების პირობები






