გავრცელებული ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე "ქართული ოცნების" დეპუტატი და ნასაკირალის გამგებელი ტარიელ ანთაძე, დღეს ქობულეთში დააკავეს.
ისინი ქრთამს თურქეთის მოქალაქეს სძალავდნენ.
"ვერაფერს ვერ გეტყვით, სად არის, დაკავებულია თუ არა. ერთს დაგიდასტურებთ, რომ ანტიკორუფციული სამსახურიდან დღეს მივიღეთ წერილი, ითხოვენ სასწრაფოდ მივაწოდოთ ინფორმაცია, დეპუტატ რევაზ ართმელაძეზე, რას საქმიანობდა, რა პოზიცია უკავია და ასე შემდეგ", - ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასაკირალის გამგებელთან ერთად, დააკავეს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნასაკირალის საარჩევნო ოლქიდან რევაზ ართმელაძე. ართმელაძე ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში ერთ ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა.
ართმელაძის დაკავება ამ წუთებში ოფიციალურად არ დასტურდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ის დღეს ქობულეთში, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ნასაკირალის გამგებელთან ერთად დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






