ინფორმაციას "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სახლთან მელორ ვაჩნაძემ გაიარა და ადგილზე შეკრებილებს მოღალატეები უწოდა, რის შემდეგაც მას ბესო გაზდელიანმა შეაგინა.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გაზდელიანი ადმინისტრაციულ სამართალდაცრღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ზაქარეიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე არასამთავროვო ორგანიზაციაა შეკრებილი, მათ შორის არიან „სამართლის თაობა“, „აპრიორი“ და სხვები.
ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე პაატა ზაქარეიშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ.
„ზაქარეიშვილი არის მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი და უნდა გადადგეს უნიათო მთავრობასთან ერთად“ - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
მასალის გამოყენების პირობები






