ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ შემთხვევა ტერორისტების მიერ ჩადენილ მკვლელობად შეაფასა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე განმიცადა, რის შედეგადაც 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს.
ტრაგედიის წლისთავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც გამოეხმაურა. კერიმ, ექსპერტებს გამოძიების მსვლელობაში მეტი ძალისხმების გამოჩენისკენ და სიმართლის დადგენისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






