News Corp Australia-ის ჟურნალისტებმა, უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე თავად პრორუსული „ბოევიკების“ მიერ გადაღებულ კადრები გავრცელეს, რომელიც ლაინერის ჩამოვარდნის პირველ წუთებს ასახავს.
როგორც კადრებიდან ჩანს, ამბოხებულები დაღუპული მგზავრების პირად ნივთებს ჩხრეკენ და თან მიაქვთ.
„ამბოხებულთა მეთაური დანარჩენებს შავი ყუთისა და ჩანაწერების პოვნისკენ მოუწოდებს. თან აფრთხილებს, თუკი რამეს გადაიღებენ, სახე არ გამოაჩინონ, რადგან კადრები შესაძლოა ინტერნეტში მოხვდეს“ - წერს ავსტრალიური გამოცემა.
ჩანაწერში უცნობი მეთაურისა და რიგითი ამბოხებულის დიალოგი ისმის.
-„მათ თქვეს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი იყო... მართლაც, ეს სამგზავრო ლაინერია. ხედავ, უცხოელები არიან, მალაიზიელები“- ამბობს მეთაური და ერთ-ერთი მგზავრის პასპორტს აჩვენებს.
„ და ვინ მისცა მათ ფრენისთვის დერეფანი“ - კითხულობს „ბოევიკი.“
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე განმიცადა, რის შედეგად 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს,, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს.
მასალის გამოყენების პირობები






