საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მოწმე კობა გოგატიშვილი დაიკითხა, რომელმაც მომხდარი დეტალურად გაიხსენა.
ჩვენების დასრულების შემდეგ ბრალდების და დაცვის მხარის თანხმობით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გოგატიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ის სპეცოპერაციის დეტალებით დაინტერესდა.
გთავაზობთ ამონარიდს მოსამართლის და მოწმის საუბრიდან:
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: მაშასადამე, თქვენ აცხადებთ, რომ ბოძთან შეჯახებულ ავტომანქანასთან თქვენ მიდიხართ და შემდეგ მოდის ცააძე. ამ პერიოდში, როდესაც თქვენ მიბრძანდით, ჩაიხედეთ მანქანაში, დაინახეთ მძღოლი, რომელსაც ერთი ხელი საჭეზე აქვს, მეორე ხელი გარეთ, მის გვერდით ზის პიროვნება სალონში წინა მხარეს და ამბობთ, რომ იარაღი ვერ დაინახეთ. გარდა ამისა იქ ვინმე იყო?
მოწმე კობა გოგატიშვილი: არა, მე არ დამინახავს.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: სპეცრაზმმა რომ გადმოიყვანა მესამე პირი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეთ მისი არსებობა?
მოწმე კობა გოგატიშვილი: კი
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: თქვენ ასევე დაცვის მხარის კითხვაზე განაცხადეთ, რომ მანქანაში იარაღი, რომ ყოფილიყო დაინახავდით. ანუ დაინახავდით იარაღებს, მაშინ, როდესაც სალონში კაცი ვერ დაინახეთ? ასევე მაინტერესებს, როდესაც დასახმარებლად მიხვედით, თქვენსა და იმ ორ პირს შორის, რაიმე სახის კონტაქტი, საუბარი შედგა?
მოწმე კობა გოგატიშვილი: არა
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: მათი ან თქვენი მხრიდან შეკითხვის დასმა ხომ არ მომხდარა?
მოწმე კობა გოგატიშვილი: არა
მასალის გამოყენების პირობები






