ამის თქმით საფუძველს პროკურორს ცააძის მხრიდან, კობა გოგატიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება აძლევს.
„მოწმის დაკითხვის დროს გამოყენებული იყო ზეწოლის სხვადასხვა ფორმები. ეს იყო საუბრის ტონი და მუქარა, რომ ცააძის მეგობრები გარეთ არიან და ეშინია თუ არა მოწმეს ამის გამო. ეს მუქარა მიზნად ისახავდა მოწმის ჩვენებების დისკრედიტაციას“, - განაცხადა გულუაშვილმა.
მოწმე კობა გოგატიშვილის დაკითხვის დროს ცააძე დაინტერესდა, როგორ იპოვა ის საგამოძიებო უწყებამ, როდესაც 2006 წელს საზმაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გოგატიშვილის სახელი და გვარი მიწერილი არ ჰქონდა. ბრალდებულმა კითხა, თვითონ მივიდა თუ არა ის პროკურატურაში.
„იმ პერიოდში პროკურატურაში ვერ მივიდოდი, რადგან მეშინოდა“ - განაცხადა მოწმემს.
"გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან იმათი არ გეშინია?" - უპასუხა ცააძემ.
მასალის გამოყენების პირობები






