საინფორმაციო ომი - გახსნილია კრემლის "ტროლების ფაბრიკის" საიდუმლოებები
მსოფლიო - 15:38, 16 Jul, 2015     1752
ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ლოურენს ალექსანდერმა აღმოაჩინა ახალი ამბების საიტები, რომლებიც დაკავშირებულია პეტერბურგის სააგენტო "интернет-исследований", რომელიც მასმედიაში ცნობილია, როგორც "ტროლების ფაბრიკა". ეს კვლევა მან განათავსა საიტზე - Global Voices Online.

ტროლი, ტროლინგი - ინტერნეტქსელურ კომუნიკაციაში ჩარევა ბოროტი განძრახვით, რომლის მიზანიცაა კომუნიკაციის მონაწილეთა შორის სიძულვილის, სიბრაზის, კონფლიქტის გაღვივება შეგნებულად თუ შეუგნებლად ცრუ და გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებით. ("ნიუპოსტის" განმარტება).
ჟურნალისტ-ანალიტიკოსმა ძიება დაიწყო საიტიდან "Вштабе", რომელზეც განტავსებულია დიდი რაოდენობით დემოტივატორები, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ობამაზე, მერკელზე, უკრაინელ ლიდერებზე და აშ.
ბრიტანულმა The Guardian-მა გამოარკვია, რომ ამ საიტს იყენებენ კრემლის "ტროლები", რათა გაყალბებული მონაცემებით მოაჩვენონ დასავლურ სამყაროს, რომ კრემლის პოლიტიკას დიდი რაოდენობის მხრდამჭერი ყავს როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. საინტერესოა, რომ ალექსანდერმა საიტზე Google Analytics-ის მთვლელიც კი აღმოაჩინა, რომელსაც გარკვეული უნიკალური იდენტიფიკატორი ჰქონდა მინიჭებული.

სერვის sameID.net-ის მეშვეობით მან გაარკვია, რომ იგივე იდენტიფიკატორი გამოიყენებოდა სხვა საიტებზეც. ასევე, საიტი "Народные новости" დაკავშირებულია კიდევ ორ იდენტიფიკატორთან, ხოლო ამავე იდენტიფიკატორს იყენებს კიდევ 20 საიტი.

შედეგად ჟურნალისტმა აღმოაჩინა 5 ID, რომელთაგან 4 ერთდროულად დაკავშირებულია რამოდენიმე სხვადასხვა პროკრემლისტური მიმართულების საიტთან. აღსანიშნავია, რომ ისინი განთავსებულია უკრაინულ დომენზე "Кто есть кто", რომელიც აგროვებს კომპრომატებს უკრაინელ ჩინოვნიკებზე, დომენზე - Zanogu.com, რომელზეც დიდი ხანია არ დადებულა ახალი ინფორმაცია. საიტზე "Я - патриот", სადაც ხდება რუსეთის ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაოფიციალურ საიტზე და აშ.

გადახედა რა ინფორმაციას დომენების რეგისტრაციის შესახებ, ალექსანდერმა მიაქცია ყურადღება, ძალიან ბევრ მათგანში გამოიყენება მეილი terder.n@gmail.com, რომელიც ეკუთვნის ერთერთ ბლოგერს, ნიკიტა პოდგორნის.
მან პოდგორნის Facebook-ის გვერდზე აღმოაჩინა ზემოთ აღნიშნული საიტებიდან გაზიარებული მასალები. აგრეთვე. ბლოგერის სახელი მოხსენიებულია სააგენტო "Интернет-исследований"-ის ბლოგერების სიაში.

გამოკვლევისას ალექსანდერმა მიაკვლია 17 590 ურთიერთკავშირში მყოფი, მაგრამ "სოციალურად იზოლირებული" აკაუნტი, რომელთა 93%-ს არ ჰქონდა მითითებული ადგილმდებარეობა. 96%-ს საათობრივი სარტყელი, და ასევე აკლდა სხვა ინფორმაცია.

ეს აკაუნტები ავრცელებდნენ ათეულათასობით ერთნაირ ინფორმაციას, თუმცა, ურთიერთქმედება არ ჰქონდათ არც ერთმანეთთან და არც სხვა აკაუნტებთან. არ შედიოდნენ დისკუსიებში და ამ "ბოტების" უმრავლესობას ჰქონდა არარუსული სახელი და გვარი.

ეს ბოტ-ბლოგერები იღებენ ტექნიკურ დავალებას - აღნიშნული აკაუნტების მეშვეობით გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მაგალითად პუტინის საქმიანობის ქებას, უკრაინელთა და მოსკოვთან დაპირისპირებულ სხვა ქვეყნების ლიდერთა ლანძღვა-გინებას, მათზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და აშ.

არსებობს ასევე სხვა მასალებიც - რადიო "თავისუფლებამ" გამოარკვია ასევე, რომ ეს "ტროლების ფაბრიკა" ატარებს ოფიციალურ სახელს შპს"Интернет Исследования"-ს. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ მასალები მედიაში ადრეც ვრცელდებოდა. ერთერთი უკანასკნელი დავალება იყო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგებნლის ჯენიფერ პსაკის დისკრედიტაცია იყო. აღსანიშნავია, ასევე, რომ ამერიკელმა ჟურნალისტმა ანდრიან ჩენმა The New York Times-დან ასევე აღმოაჩინა არაერთი კრემლის დავალებით მოქმედი "ტროლი", რომლებიც ყალბ ინფორმაციას "აფრქვევდნენ" Facebook-სა და Twitter-ში და მათი კავშირი დაჯგუფებასთან, რომელიც კრემლის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებდა. ხოლო ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და ბლოგერმა დევიდ სვონსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ კრემლი მის დაქირავებას და "ტროლის" ფუნქციით გამოყენებას ცდილობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42