,,რუსული ბანერი იყო ტესტი - არსებობს თუ არა აქ სახელმწიფო... ჟურნალისტებმა ამ სირცხვილისგან გვიხსნეს“ - თამარ ჩხეიძე
პოზიცია - 14:23, 16 Jul, 2015     4780
ახალგორის რაიონში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ განთავსებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღებას და ჟურნალიტების საპროტესტო აქციას აფასებს ,,ილია ჭავჭავაძისა საზოგადოების“ თავმჯდომარე, ყოფილი დისიდენტი თამარ ჩხეიძე. როგორც ჩხეიძე ,,ნიუპოსთან“ ამბობს, ქართველმა ახალგაზდებმა და ჟურნალისტებმა ,,სირცხვილისგან გვიხსნეს“ და გააკეთეს ის, რას მთელ საქართველოს და უპირველესად, ხელისუფლების გასაკეთებელი იყო.

,,მე მივესალმები იმას, რომ ჟურნალისტები თუ ჩვეულებრივი რიგითი ახალგაზრდები იქ ჩავიდნენ. ფაქტობრივად მათ გააკეთეს მთელი საქართველოს და უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების გასაკეთებელი საქმე. ძალიან მოხარული ვარ, მართალია ამით პრობლემა არ გადაიჭრება, მაგრამ ასეთი სირცხვილისგან გარკვეულწილად გვიხსნეს, ეს მისასალმებელია. ფაქტია, რომ რუსებმა დადგეს ეს ბანერი, თვითონ წავიდნენ და ამით ერთგვარი ტესტი ჩაატარეს - არსებობს თუ არა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო და მოსახლეობა. იმ მომენტში ის ბანერი დაცვის გარეშე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, არცერთს აზრად არ მოსვლია, რომ უკანონო ბანერი, რომელსაც არც ჯარი და არავინ არ იცავდა, ელემენტარულად იქიდან მოეშორებინათ. აი, ეს გააკეთეს უბრალო მოქალაქეებმა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს იყო აუცილებელი და ამან მთელი მსოფლიოს ყურადღება გამოიწვია, "ევრონიუსში ," no comment_ შიც იყო კარგი კადრები ბანერის მოსპობის. ასე, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდა, სიჩუმეში არ ჩაიარა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ეს გააკეთეს“ - აღნიშნა თამარ ჩხეიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ ბანერის მოშორება ხელისუფლების წარმომადგენელთა გასაკეთებელი იყო, ამასთან ერთად, ხელისუფლებას ამის გამო უნდა შეექმნა საერთაშორისო სკანდალი:

,,ამის ნაცვლად ხელისუფლებამ რა გააკეთა - ჯერ ხმას არ იღებდნენ, სანამ არ ატყდა ხმაური და როცა უკვე გახმაურდა, მაგალითად, კალაძემ და მათ შორის სხვებმაც განაცხადეს, რომ ეს წინა ხელისუფლების ბრალი იყო, ამავე დროს განაცხადეს, რომ ეს არაფერი არ არის და რა მნიშვნელობა აქვს. კალაძემ ისიც კი დაუმატა, რა მოხდა, ჩვენ გვაქვს ნავთობსადენის ალტერნატიული გეგმა და გადავხედავთო... კალაძემ მოიპატიჟა რუსები შემდგომი აგრესიისთვის და დაამშვიდა, გადავწევთ არაუშავსო... ასევე ხიდაშელმა, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის ეს საკითხები, რომ განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარაო. დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ასევე ხელისუფლების წარმოამდგენელია, საერთოდ სიტყვასიტყვით გაიმეორა კარასისნი სიტყვები, რომ ეს ისედაც მათი კონტროლირებადი ტერიტორია იყო და არაფერი არ მომხდარა, ეს ყველაფერი სიცრუეაო“ - განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

მისივე თქმით, რატომ არ შეიძლება ქარრთული სამართლადამცავი ორგანოს მიერ დაცული იყო ის ტერიტორიები, სადაც შესაძლოა რუსებმა ახალი მიწები აითვისონ და რომელიც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაში შედის.

,,ჩემთვის გაუგებარია, იქ სადაც შეიძლება, რომ ახალი მიწები აითვისონ და სახნავ-სათესი წაართვან მოსახლეობას, რატომ არ შეიძლება ამ ადგილების დაცვა სამართლადამცავი ორგანოების მიერ, მე არ ვამბობ რომ ჯარი იდგეს. უბრალოდ სამართალდამცავებმა გააკონტროლონ ეს ტერიტორია, თუნდაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მილის მონაკვეთის დაცვის მიზნით, ასე უაპელაციოდ რომ არ შეეძლოთ მათ საოკუპაციო ზოლის გაზრდა“ - აცხადებს ყოფილი დისიდენტი.

რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის და რუსეთთან დიალოგის ალტერნატიული ფორმატის შექმნის საკითხს, თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი თავისთავად მისაღებია, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე შეუძლებელია.

,,კარასინ-აბაშიძის ფორმატი ამ სიტუაციაში, რასაც რუსეთი აკეთებს, სხვადასხვა საკითხების განხილვით რაღაც ილუზიების შექმნა და იმის გაცხადება, რომ ძალიან წარმატებულია ეს ფორმატი, არის მიუღებელი. მსოფლიოს უქმნიან ილუზიებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უმჯობესდება. ეს თავისთავად ძალიან მავნებელია, როგორ შეიძლება გაუმჯობესებაზე საუბარი, როცა მცოცავი ანექსია გრძელდება. საერთოდ გაუმჯობესების ილუზიის შექმნა, სანამ ოკუპაცია გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო შევაგუოთ. თუ შენ ეგუები, მსოფლიოს სხვა აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ შეეგუოს. ამ მიწის პატრონი ჩვენ ვართ. ასეთი პრაქტიკა ძალიან მავნეა. მე ზოგადად რუსეთთან მოლაპარაკების წინააღმდეგი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, არ ვარ, თუმცა რასაკვირველია, ჟენევის ფორმატი ამისთვის უფრო შესაფერისია, რადგან საერთაშორისო ძალები მონაწილეობენ. მაგრამ კარასინ-აბაშიძის ფორმატი არის ილუზიის შემქმნელი. ყველა მოლაპარაკებაზე მთავარი საგანი და მთავარი მესიჯი უნდა იყოს ის, რომ რუსეთი-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისგან ცნობის გარეშე, დეოკუპაციის გარეშე. ეს უნდა გაიგოს რუსეთმა, რომ დეოკუპაციის გარეშე არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზაცია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ“ - განაცხადა თამარ ჩხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42