ბრალდებულების ადვოკატ დავით ხაჟალიას თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებილებების გამოკვლევა გაგრძელდება.
„გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სავარაუდოდ ბრალდების მხარე წარმოადგენს რომელიმე დაზარალებულს, ან რომელიმე მოწმეს და მისი დაკითხვით ამოიწურება დღევანდელი სასამართლო პროცესი“- განაცხადა ადვოკატმა.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობს, იმისა რომ ბრალდებულილ პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დაკავებულ პირებს წარედგინოთ და დაუდასტურდეთ ის ბრალი, რაც დღეის მდგომარეობით წარდგენილი აქვთ. ყველა ის ინფორმაცია და ფაქტი, რაც მტკიცებულების სახით არის წარდგენილი სასამართლოში სრულ სამართლებრივ საფუძველს იძლევა იმისა, რომ პირების მიმართ დადგეს ფამამტყუნებელი განაჩენი.“- განაცხადა მოსიაშვილმა.
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა ბრალდებებით 11 პირია დაკავებული. მათ შორის არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები.
მასალის გამოყენების პირობები






