„ზურაბ აბაშიძემ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ნიშნების მონტაჟის ირგვლივ არსებული მწვავე სიტუაციის საკითხიც დააყენა. რუსეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან პირისპირ უნდა იყოს განხილული. ამისთვის არსებობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა გადაიფაროს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის კუთხით განხორციელებული სამუშაო.
მიუხედავად პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებში განსხვავებული მიდგომებისა, პრაღის შეხვედრის საქმიანმა ატმოსფერომ შესაძლებლობა მოგვცა ორმხრივი ურთიერთობის საკითების წარმატებით განხილულიყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გაგრძელდა დიალოგი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა და ჰუმანიტარული თანამშრომლობა. რუსული მხარის თქმით, იგეგმება ორმხრივი ავია რეისების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაც.
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მიუხედავად არასასურველი ტენდენციებისა გლობალურ ეკონომიკაში, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის შემცირება მაქსიმალურად იქნა თავიდან აცილებული.
მასალის გამოყენების პირობები






