პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად დაზარალებულად სცნო. დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებას კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ხვალ ჩაიბარებს. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კიკიანის უფლებებს იცავს.
შეგახსენებთ, ინციდენტი კუს ტბაზე 9 ივლისს მოხდა. კიკიანი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






