"პროკურორებმა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელახლა დევნა დაიწყეს" - თამაზ ელიზბარაშვილი
სამართალი - 15:12, 15 Jul, 2015     2329
ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურამ მის წინააღმდეგ 2010 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ელიზბარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„2003 წლის საქმეა, რომელიც 2010 წელს ადეიშვილმა ამოსწია და შემიკერა, რადგან მე ვიყავი სააკაშვილის ოპონენტი. საქმის თანახმად, ვითომ 2003 წელს მოვისყიდე ექიმ-ფსიქიატრები. ვითომ, 2003 წელს ექსპერტებს გადავუხადე ფული, რომ ჩემი შვილის სასარგებლოდ ყალბი სამედიცინო დასკვნა გაეცათ. 7 წლის შემდეგ, 2010 წელს ამ ბრალდებით ადეიშვილის პროკურატურამ დაგვიჭირა მე, ჩემი ოჯახის წევრები და ექიმ-ფსიქიატრები. ყველა შეგვყარა გლდანის ციხეში, გვაწამეს. ადეიშვილმა საქმე გაყო შუაზე. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საქმე ცალკე გაუშვა სასამართლოში. ექიმ-ექსპერტების საქმე ცალკე გამოყო, მაგრამ სასამართლოში არ გაუშვა", - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ელიზბარაშვილის თქმით, აღნიშნული საქმე 2014 წლის 11 თებერვალს დასრულდა და სასამართლომ თავად და მისი ოჯახის წევრები ყველა წაყენებულ მუხლში გაამართლა. ელიზბარაშვილი აღნიშნული საქმესათან დაკავშირებით პროკურატურის გააქტიურებას მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკავშირებს.

„მოხდა სტიქია, მე გავაკეთე მწვავე განცხადებები და პროკურორები, რომლებმაც 2010 წელს ადეიშვილის ბრძანებით საქმე შემიკერეს, გააქტიურდნენ, ჩამოიღეს თაროდან ექიმ-ექსპერტების საქმე, 6 ივლისს სასამართლოში შეიტანეს და დაიწყეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელახლა დევნა. ექიმ-ფსიქიატრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, მათ აშინებენ.

6 ივლისს თბილისის პროკურატურაში დაბრუნდა ზურაბ ადეიშვილი ან მისი ორეული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სტიქიიდან სამ კვირაში, 6 ივლისს განხორციელებული თბილისის პროკურატურის ქმედება. ადეიშვილის ორეულმა და მისმა ხელისბიჭმა პროკურორებმა ჩათვალეს, რომ მე, თამაზ ელიზბარაშვილი, რომელმაც თითქმის ყველაფერი დაკარგა - სახლი, ბიზნესი, ძაღლების თავშესაფარი, უახლოესი ადამიანები, - არის განადგურებული, წაქცეულია, გდია ბეჭებზე და ახლა ადვილია ამ კაცის საბოლოოდ განადგურება და მოინდომეს ჩემს სულში ჩაფურთხება. მაგრამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ როცა ჩემს წინაშე ბარიერები და პრობლემებია, მილიონჯერ უფრო ძლიერი ვარ. ამ ადეიშვილის ხელისბიჭს, მონა-პროკურორებს მინდა ვუთხრა, მათი მამა-მარჩენალის, ადეიშვილის მატარებელი გაჩერებულია ოდესაში, იჩქარონ, დაეწიონ და გამასწრონ აქედან, რადგან მე აღარ ვაპირებ ამ პროკურორებზე ხელის დაფარებას . ქალაქის პროკურორია მიხეილ შაყულაშვილი, თუ ის პროკურორი, რომელმაც თავის დროზე 2010 წელს, ადეიშვილის ბრძანებით ცრუ ბრალდება შემიკერა, არის დათო კუტალაძე, ვინც გამიშვა ციხეში. დღეს ეს ადამიანი პროკურატურაში დაწინაურებულია, სწორედ ამ ადამიანის მოწადინებით არის 6 ივლისს საქმე სასამართლოში შესული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნის შესახებ", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42