დასკვნითი სასამართლო პროცესი, გერმანიაში, ლუნებურგში გაიმართა.
ბრალდებულმა დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა უშუალო მონაწილეობას თავიდანვე უარყოფდა,
"ეჭვგარეშეა, რომ მე მორალურად ამ დანაშულის მონაწილე ვარ. ძალიან ვწუხვარ და პატიებას ვითხოვ“ - განაცხადა გრენინგმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე. ბრალდებულმა აღიარა, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მისი მისვლის დღიდან - 1942 წლიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ გაზის კამერებში ტყვეებს ხოცავდნენ.
ოსკარ გრენინგს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ტყვეებისთვის ჩამორთმეული ნივთების აღრიცხვა ევალებოდა. მისი თანამდებობის გამო მეტსახელი „ბუღალტერი“ შეარქვეს.
გრენინგის საქმის გამოძიება 1985 წელს დაიწყო, თუმცა არასაკმარისი მტიცებულებების გამო, დანაშაულში მისი უშუალო კავშირი არ დასტურდება.
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი და სისხლიანი საკონცენტრაციო ბანაკი.
მასალის გამოყენების პირობები






