"ერთობლივი მუშაობის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ყველაზე აქტუალურ და ფუნდამენტურ საკითხებში უთანხმოება ხელს არ უშლის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ თავიდანვე იგრძნობოდა, ნორმალიზაციის პროცესი, რომელიც ორივე ქვეყანაში უპირობოდ არის მხარდაჭერილი, პასუხობს სოციალურ დაკვეთას. აქ არ ითვლება ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის მხარდამჭერი გამოუსწორებელი რუსოფობები” – განაცხადა კარასინმა.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთმა საგრძნობლად გააფართოვა ვიზების გაცემის პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ჰუმანიტარული, ასევე სპორტული, კულტურული და საქმიანი ურთიერთობებისთვის.
კარასინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების ეს ფორმატი კვლავაც რჩება რუსეთსა და საქართველოს შორის პრაქტიკული და პოლიტიკური დიალოგის არხად.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






