„დღევანდელი დღე, შესაძლოა ბოლო იმედი აღმოჩენილიყო, მაგრამ ახლა ჩვენ ახალი ფურცელი გადავშალეთ, რომელიც საიმედოა“ - განაცხადა ზაფირმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეთანხმების დოკუმენტი იდეალური არცერთი მხარისთვის არ არის, თუმცა დოკუმენტი „კრიზისის დაძლევასა და ახალი ჰორიზონტის გახსნაში“ დაეხმარება.
მოლაპარაკებები ვენაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგებზე ლიდერები შემდეგ ისაუბრებენ, რაც ვენაში ფინალური პლენარული სხდომა დასრულდება.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას რამდენიმე წელია ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეების ისტორიული შეთანხმება, ირანს სანქციებისგან გაათავისუფლებს. თუმცა, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება იარაღზე დაწესებული ემბარგო.
მედიის ცნობით, თეირანი დათანხმა ვაშინგტონის მოთხოვნას, რომელიც ყველა სამხედრო და შესაძლო საეჭვო ობიექტზე ინსპექციის ჩატარებას ითვალისწინებს.
სავარაუდოდ, შეთანხმების 100 გვერდიანი დოკუმენტი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
მასალის გამოყენების პირობები






