მოსახლეობისა და ექიმების განცხადებით, ამბოხებულების კონტროლქვეშ მყოფ იემენის დედაქალაქ სინაში, ავიაიერიშების შედეგად 21-მდე ადამიანია დაღუპული, განადგურებულია 15-მდე საცხოვრებელი სახლი, არიან დაშავებულებიც.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობდა, რომელიც აცხადებდა, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტდნენ, სანამ ამბოხებულები იარაღს არ დაყრიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






