"დავიძინე საქართველოში და დილით სამხრეთ ოსეთში გავიღვიძე" - "გარდიანი" რუსულ ოკუპაციაზე
მსოფლიო - 17:27, 13 Jul, 2015     2944
ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" რუსულ ოკუფაციაზე და სოფელ ხურვალეთის მკვიდრ, დათო ვანიშვილის ისტორიაზე წერს. გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას.

„დათო ვანიშვილი შოკში ჩავარდა, როცა ერთ მშვენიერ დილას სახლიდან გამოვიდა. ეზოში მავთულხლართებით ხელში რუსი მესაზღვრეები დაინახა . მათ ვანიშვილის სახლი ხურვალეთის დანარჩენი ნაწილიდან გამოაცალკევეს, შეიძლება ითქვას, საკუთარი ქვეყნიდანაც

„ როცა დავიძინე, საქართველოში ვიყავი, დილით კი – უკვე სამხრეთ ოსეთში გავიღვიძე“– ამბობს 81 წლის ფერმერი, რომელიც მავთულხლართის გადაღმა იმყოფება.

ოფიციალურად, ეს მთიანი მხარე საქართველოს ნაწილია, მაგრამ რუსული ოკუპაციის შემდეგ, 2008 წლიდან საქართველოს კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ვანიშვილი რუსეთის გეგმის მსხვერპლია, რომელიც რეგიონის ნელ-ნელა შთანთქმას ითვალისწინებს. რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფი ბარიერის – მავთულხლართების გაბმა ორი წლის წინ დაიწყეს და დავით ვანიშვილი საკუთარი ოჯახის იმ წევრებსაც მოწყვიტეს, რომლებიც საქართველოს სხვა ქალქებში ცხოვრობენ

„ახლა მე ჩემს გოგონებსაც კი ვეღარ ვნახულობ“– ამბობს იგი.

ქართველი პროდასავლური პოლიტიკოსები შიშობენ, რომ საქართველო პოზიციებს კარგავს რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ, რომელიც პრორუსული პროპაგანდით იმაზე მეტად არის წარმოდგენილი, ვიდრე ეს ადრე იყო. ძლიერ და მაღალი რეიტინგის მქონე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ეკლესიასთან. კრიტიკოსები ქართველ მღვდლებს ხშირად „მოსკოვის მეხუთე კოლონას“ უწოდებენ.

ქართველების უმრავლესობას არ მოსწონს ყოფილი იმპერიული მეტროპოლიის პოლიტიკა და თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მიაჩნია. საქართველოს ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობდა ნატოსათვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა და ასობით ქართველ ჯარისკაცს ჰილმენდის პროვინციაში (ავღანეთი) საბრძოლველად აგზავნიდა, ბრიტანელი და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეების გვერდით.

მაგრამ რადგანაც საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის მიმართ ლიბერალური პოზიცია დაიკავა, მოსკოვთან ურთიერთობის ატმოსფერო გარკვეულწილად შეიცვალა. რუსებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მორიგი წლისთავის აღნიშვნისას, იოსებ სტალინის პორტრეტები გამოიტანეს საქართველოშიც. გორში – მის მშობლიურ ქალაქშიც საკმაოდ უჩვეულო დემონსტრაცია გაიმართა - შეკრებილებმა საქართველოს ევროპული კურსის გამო პროტესტი გამოხატეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირის ფასეულობები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

შეიცვალა NATO-სთან დამოკიდებულების ენაც. ოფიციალურად, ხელისუფლება ჯერაც აცხადებს, რომ მას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერის ჟესტად ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სამხედრო მანევრებს განიხილავენ, რომლის მიზანი ალიანსთან ინტეგრაციის განმტკიცებაა და რომელშიც რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.

დავით ვანიშვილის მდგომარეობა საქართველოს სიმბოლურ მდგომარეობას ასახავს. უცხოელ პოლიტიკოსთა დელეგაციები მასთან ხშირად დადიან, უყურებენ მისი სახლის ეზოში არსებულ გამმიჯნავ მავთულხლართს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ის გაურკვევლობაშია ჩარჩენილი.

რუსებმა დავით ვანიშვილს გამოსავალი შესთავაზე : რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

„მაგრამ მე არ მინდა რუსული პასპორტი” - ამბობს 81 წლის მოხუცი. „მე საქართველოში დავიბადე და საქართველოში მინდა მოვკვდე.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42