როგორც „ნიუპოსტს“ საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, მისირელის ჩვენების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბრალი, რომელსაც აღნიშნულ საქმეში ფირცხალავას უყენებენ, აბსურდულია.
„ეს იყო ერთადერთი მოწმე მოტივთან დაკავშირებით რასაც ირაკლი ფირცხალავას ედავებიან, რომ თითქოს ფირცხალავამ ეს სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა იმიტომ, რომ შური ეძია ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც თითქოს ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ს მისი ძმის ლევან ფირცხალავას ნარკოტიკულ დანაშაულთან კავშირთან დაკაშირებით. მისირელმა თქვა, რომ ის ხუბულობს პირველად 2 აპრილს შემთხვევით შეხვდა, რა დროსაც ხუბულოვმა უთხრა, რომ ლევან ფირცხალავა ნარკოტიკს მოიხმარდა. მისირელს ეს ინფორმაცია არავისთვის არ უთქვამს. სერიოზულად არც მიუღია. მისი ინფორმაციით, ლევან ფირცხალავაზე ინფორმაცია სხვა თანამშრომელმა მოიტანა, რომლის ინფორმაციის წყარო ხუბულოვი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ფირცხალავა მისი და ხუბულოვის საუბრის შესახებ ვერაფერს შეიტყობდა. აქედან გამომდინარე მოტივი, რომ ფირცხალავამ შური იძია ხუბულოვზე, დაიმსხვრა“, - განაცხადა ხაჟალიამ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი 16 ივლისს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






