„სიენენის“ ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელები მაღაზიიდან იმ დროს გაიქცნენ, როცა სპეცსამსახურებმა სპეცოპერაცია დაიწყეს და სავაჭრო ცენტრიდან 18 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, სამი შეიარაღებული პირი ვილნევ-ლა-გარენის სავაჭრო ცენტრ Qwartz-ში მდებარე Primark-ის მაღაზიაში დაახლოებით დილით 6 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. როგორც „ფრანს პრესი“ იტყობინება, მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მეგობარს შეტყობინება გაუგაზვნა, რომლითაც აცნობა, რომ ორმა შეიარაღებულმა პირმა ის და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელები მაღაზიაში გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ და შემთხვევას ტერორისტულ აქტთან არანაირი კავშირი აქ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






