ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია - პროკურატურის საგანგებო განცხადება
სამართალი - 14:07, 13 Jul, 2015     1897

პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტი, რომელზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩარმორთმეული 6 ა/მანქანა და 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, რომელიც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევას.

სხვადასხვა დროს, 2010-2011 წლებში, დიდუბე - ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: გიორგი რეხვიაშვილი, პარსამ ზალიანიანი და შმაგი რატიანი.

შსს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისთვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს “მერსედეს-ბენც ML 350” ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად “ჰიუნდაი სონატა”.

ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი „ფოლკსვაგენის“ცენტრში შეიძინეს 61200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.

ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები.

აღსანიშნავია, რომ დავით სიდამონიძემ სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის სამივე ეპიზოდი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა, მათი ჩუქების გზით მიღება, იყო იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დამკვიდრებული მანკიერი პრაკტიკა, რითაც ბოროტად სარგებლოდნენ პოლიციის და პროკურატურის თანამდებობის პირები.

ასევე, მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან, ერთ-ერთით, კერძოდ კი ,,კრაისლერი“-ს მარკის ა/მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია.

დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე კი წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილ თანამდებობის პირს, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 5 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ხუთივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 6 ა/მანქანა და ერთი უძრავი ქონება.

ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42