"ჩვენ ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოვიარეთ და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. საკუთარ თავზე იმ გადაწყვეტილებების შესრულების პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომლებიც ევროპის ყველაზე კონსერვატულმა წრეებმა მიიღეს. შევძელით ვალის რესტრუქტურიზაცია და ხანგრძლივი დაფინანსების მოპოვება. საბერძნეთი განაგრძობს ბრძოლას და აუცილებლად დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას” - განაცხადა ციპრასმა.
ათენის მიერ კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების შესახებ მიღწეული კონსენსუსის გამო, ევროზონის წევრი 19 ქვეყნის მეთაური გაერთიანებაში საბერძნეთის დატოვებაზე შეთანხმდა.
შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ნაბიჯი, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ უნდა განახორციელოს, პარლამენტის მიერ 14 ივლისს მიღებული რეფორმების შესრულებაა, რომელიც საპენსიო, საგადასახადო რეფორმებს, მათ შორის დღგ-ის სისტემის გადახედვაა.
წყაროს ინფორმაციით, ევროჯგუფის მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, სადც სამწლიანი დაკრედიტების პროგრამას დაამტკიცებენ, თუკი რაიმე პროგრამის გამო ეს პროგრამა არ ჩაიშალა.
წინასწარი ინფორმაციით, პროგრამა საერთაშორისო სავალუტი ფონდისა და ევროზონისგან 90 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






