"როცა ჟვანია სიკვდილს ებრძოდა, მისი დაცვის წევრები რესტორნებში ქეიფობდნენ"
სამართალი - 11:50, 13 Jul, 2015     7866

ზურაბ ჟვანიას ჟვანიას საქმის პროკურორის რევაზ ნადოის ინფორმაციით, იმ დროს როდესაც ჟვანია სიკვდილს ებრძოდა, მისი დაცვის წევრები რესტორნებში ქეიფობდნენ.

ამის შესახებ ნადოიმ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ დაცვას წინასწარ შეემოწმებინა ბინა და დაეცვათ გარე პერიმეტრი, მათ ტერიტორია დატოვეს, რითიც დაარღვიეს კანონი.

„ის, რაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, არავის საქმე არ არის. აქ საუბარია იმაზე, მიიღეს თუ არა დაცვის წევრებმა ყველა ზომა იქამდე, სანამ ბინაში დაცვის ობიექტს შეუშვებდნენ? შეამოწმეს წინასწარ? რა თქმა უნდა – არა. ამის ნაცვლად მიატოვეს დასაცავი ობიექტი და ერთი მცხეთაში ქეიფობდა, მეორე – რესტორან „მოსკოვში“, შემდეგ კი საბილიარდოში განაგრძო დროსტარება. ხაზგასმით აღვნიშნავ და არსებობს ამის მტკიცებულებები, არსებობენ მოწმეები: როცა ჟვანია პრაქტიკულად სიკვდილს ებრძოდა, მისი დაცვის წევრები რესტორნებში ქეიფობდნენ. არადა საუბარია ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაზე: წინასწარ უნდა ყოფილიყო ბინა ოპერატიულად შესწავლილი, რის შემდეგაც მცველები გარე პერიმეტრს დაიცავდნენ და მუდმივი კონტაქტი ექნებოდათ დასაცავ ობიექტთან. ამ დროს, რას შვრებიან ისინი? ტოვებენ ტერიტორიას და ერთი მიდის მცხეთაში, მეორე – თბილისის ერთ-ერთ რესტორანში. ამის შემდეგ მათ ქმედებას რაიმე გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ? აქ არ არის საუბარი მორალსა და ერთგულებაზე. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ერთგულებაც არავის გვეშლება, მორალი და ზნეობა პროკურორებსაც საკმაოდ გვაქვს, მაგრამ კანონი არის კანონი და ის უნდა დაიცვას ნებისმიერმა ადამიანმა. თუ საუბარია იმაზე, რომ დასაცავი ობიექტის თხოვნის გამო, მათ საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, გამოდის, რომ ისინი პოტენციურად პასუხისმგებლობას იღებდნენ იმაზეც, რაც იქ შეიძლებოდა მომხდარიყო. ვიცით, რაც მოხდა, ადამიანები გარდაიცვალნენ, ახლა ზუსტად ის დროა, რომ თქვან: დიახ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან გადავუხვიეთ წესს. სწორედ ეს არის ერთგულება და ზნეობა, და არა ის, რომ ყველანაირად ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას“ - ამბობს ნადოი.


წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42