,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ - რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაში
მსოფლიო - 19:16, 12 Jul, 2015     2875
პოლონური Gazeta Wyborcza-ს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანის N1 სკოლაში მომხდარი ტრაგედიის დროს 344 სკოლის მოსწავლე ჩეჩენმა ბოევიკებმა დახოცეს.

ეს დადგენილება ირიბად ნიშნავს, რომ ბავშვების სიკვდილში დამნაშავე არა ჩეჩენი ბოევიკები, არამედ რუსული მხარეა.

ოფიციალურმა მოსკოვმა ვერ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები, რომელიც მოვლენათა განვითარების მისეულ ვერსიას დაადასტურებდა. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი ფაქტი, რომელთა თანახმადაც მრავლობითი აფეთქებები, რომლებიც რუსულმა მხარემ განახორციელა, შესაძლოა გამხდარიყო მოსწავლეთა სიკვდილის მიზეზი.

სასამართლომ საქმის წარმოების საფუძვლად მიიღო გარდაცვლილი ბავშვების მშობელთ,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ - რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაშია ნაწილის საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვები რუსული სპეცსამსახურის რაზმების მოქმედებების შედეგად დაიხოცნენ. საჩივარი ევროსასამართლოში ჯერ კიდევ 2007 წელს იქნა წარდგენილი.

„სასამართლომ დაასკვნა, რომ ბესლანში გარდაცვლილთა ნათესავების საჩივრები შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტებს. ასევე, დაღუპულთა ნათესავები ჩივიან, რომ რუსულ სამართალდამცავთა მიერ მძიმე შეიარაღების გამოყენება გაუმართლებელი იყო: სკოლა დაიცხრილა ყუმბარმტყორცნებით, ცეცხლმტყორცნებითა და ტანკების მეშვეობით,“ - აცხადებს მომჩივანი მხარის ადვოკატი კოროტევი.

შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დამამტკიცებლად მიიღო დაღუპულთა ოჯახების საჩივრის მთავარი თეზისი: რუსეთის სპეცრაზმელთა მიერ მძიმე შეიარაღების, ტანკების, ყუმბარმტყორცნებისა და ცეცხლმტყორცნების არამართლზომიერი გამოყენება და სკოლის სპორტდარბაზში, რომელიც ბავშვებით იყო სავსე, მომხდარი პირველადი აფეთქებების ბუნების შესახებ.

მომზადებულია ,,კავკაზცენტრის" მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42