საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამიტი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ოლანდის განცხადებით, ფრანგული მხარე ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.
ალექსის ციპრასის გუნდი მზად არის რთული რეფორმები გაატაროს, სანაცვლოდ კი საერთაშორისო კრედიტორებისგან ახალი 53 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს ითხოვს.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღესვე მივაღწიოთ შეთანხმებას თუ ამას ყველა მხარე მოინდომებს. მზად ვარ გულწრფელი კომპრომისისთვის, რადგან ჩვენ გაგვაჩნია ვალდებულები ევროპელი ხალხის წინაშე, რომელსაც სურს ერთიანი და განუყოფელი ევროპა,"- აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი.
სამიტის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ევროზონის სამიტს ევროჯგუფისგან დოკუმენტები არ მიუღია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საუბარი საბერძნეთის პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყება.
"ეს გასაკვირი არ არის, რადგან ექსტრემალურად მძიმე ვითარებაა. წინ გველის ურთულესი მოლაპარაკებები. შეთანხმება ნებისმიერი პირობებით არ მოხდება. ევროზონის ფარგლებში თანამშრომლობის პრინციპები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საბერძნეთის მომავალი", - განაცხადა მერკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






