რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს ენერგეტიკული ნედლეულის საბერძნეთში პირდაპირი მიწოდება. ნოვაკის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს საბერძნეთისთვის ამ ნედლეულის პირდაპირი მიწოდების შესაძლებლობის შესწავლა.
რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის კრიზისში ევროკავშირი დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბერძნეთში ვითარების უკიდურესად გართულება ევროპელების დაუდევრობამ გამოიწვია, რადგან მათ არ მოახდინეს დროული რეაგირება საბერძნეთის ხელისუფლების იმ დარღვევებზე, რომლებზეც ევროპელი ლიდერები დღეს საუბრობენ.
ვლადიმერ პუტინმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ათენმა მოსკოვს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






