ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - ლიკა კიკიანს დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული
სამართალი - 16:03, 12 Jul, 2015     7783
ლიკა კიკიანის სხეულზე არსებული დაზიანებები მაია ნიკლეიშვილმა შეისწავლა, დასკვნა კი კიკიანმა დღეს მიიღო.

როგორც კიკიანი ამბობს, დადასტურდა, რომ მის სხეულში ალკოჰოლის ძალიან მცირე რაოდენობა იყო, ასევე მისივე თქმით დადასტურებულია ისიც, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

კიკიანი უახლოეს პერიოდში გეგმავს, რომ ფსიქიატრსაც მიმართოს და მისი დასკვნაც მოიპოვოს. როგორც კიკიანი აცხადებს, მან მომხდარის გამო სტრესი მიიღო.

"აქ წერია, რომ მაქვს მრავლობითი დაზიანება. წერია რომ, ჩემი თრობა იყო ძალიან დაბალი, რომ ეს თრობას არ შეესაბამება. რაც მე მაქვს აღწერილი ეს არის დაფიქსირებული. ამას დაემატება სახელმწიფო ექსპერტის დასკვნა. ამ ყველაფერს შევიტან პროკურატურაში. შეიძლება ეს ცოტა ადრე შევიტანო, რომ ეს იქ იდოს საქმეში. ამას დაემატება ექიმის დასკვნა. ასევე ფსიქიატრის დასკვნასაც შევიტან. ქალბატონმა მაიამ მირჩია ფსიქიატრთან გავიარო კონსულტაცია. ამ ამბების შემდეგ მიღებული მაქვს ძალიან დიდი სტრესი,"- ამბობს ლიკა კიკიანი.

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ კიკიანს სხეულზე მკვრივი ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული ის პერიოდში, რომელსაც მიუთითებს ლიკა კიკიანი.

"დაფიქსირებულია დაზიანებები. არის აღწერილობა და არსებობს სურათები. შეფასებულია ხანდაზმულობის ვადა, შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს იმ პერიოდში, რომელსაც მიუთითებს ლიკა კიკიანი. ამასთანავე აღწერილია დაზიანებების რაოდენობა. სიმძიმის ხარისხია შეფასებულია. მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. გამოყოფილია გაკრვეული ჯგუფი, რომელიც შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში წარმოქმნილიყვნენ. სიმძიმის ხარისხი მსუბუქია მაგრამ რაოდენობა არის შთამბეჭდავი,"- აცხადებს მაია ნიკოლაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42