საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება,"-აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






