ექსკლუზივი მოდის მოყვარულთათვის: ,,აჭარა ფეშენ ვიკი“ ბათუმში და ზალიკო ბერგერის ახალი კოლექცია
შოუ ბიზნესი - 22:22, 11 Jul, 2015     5012
ბათუმი მოდის კვირეულისთვის ემზადება. როგორც ,,ნიუპოსტმა“ ,,აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორებისგან შეიტყო, ღონისძიება საკმაოდ პომპეზური იქნება, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ ,,მოდისა და დიზაინის ასოციაციისა“ და მისი თავმჯდომარის მანანა გოგლიჩიძის ხელშეწყობით, ბათუმის მოდის კვირეულზე მოდის მოყვარულები ქართველი დიზაინერის ზალიკო ბერგერის ახალ კოლექციას იხილავენ.

,,ნიუპოსტი“ ექსკლუზიურად ზალიკო ბერგერს და მანანა გოგლიჩიძეს ესაუბრა.

ზალიკო ბერგერი: ,,მე და ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე, ,,მოდისა და დიზაინის ასოციასიის“ თავმჯდომარე, ამ წუთასაც ერთად ვსხედვართ... 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში ტარდება ,,აჭარა ფეშენ ვიკი“, რომელსაც მანანა გოგლიჩიძე ხელმძღვანელობს. მეც ვიღებ მონაწილეობას. მანანას აქვე მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მისი დახმარებით ვქმნი ახალ კოლექციას, რომლის პრეცენტაციაც ბათუმში შედგება. აქვე იხსნება პალმ აპარტამენტების საცურაო კომპლექსი, ეს არის გახსნის მეორე ეტაპი და იქნება წარმოდგენილი მოდის თეატრი, რომელსაც მანანა ხელმძღვანელობს“.

მანანა გოგლიჩიძე: პირველი და მნიშვნევლოვანი არის ის, რომ საქართველოში ჩამოვაყალიბეთ ,,მოდისა და დიზაინის ასოციაცია“ მე და ქალბატონმა ნატალიმ. თავმჯდომარე მე გახლავართ. ამ ასოციაციის მიზანი არის, რომ დავეხმაროთ ახალგაზრდა დიზაინერებს, რომ ჰქონდეთ საშუალება, უფასოდ პოდიუმებზე მიიღონ მონაწილეობა, გვანახონ თავიანთი ხელოვნება. ვეხმარებით, რომ შექმნან თავიანთი კოლექციები. ამას გარდა ,,ფეშენ გრუპმა“ და ჩვენ გავაკეთეთ პატენტი ,,აჭარა ფეშენ ვიკის“ და ბათუმის, აჭარის მთავრობის ძალიან დიდი გვერდით დგომით, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბათუმში, პალმ აპარტამენტების ტერიტორიაზე 30 ივნისს ვაკეთებთ დიდ პრეზენტაციას ,,ფეშენ ვიკის“, ანუ ეს იქნება მხატვრული დღე. ჩამოსული იქნებიან სტუმრები, გვეყოლება ცნობილი ბაიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ადამაინები საერთოდ არ არიან აჭარაში ნამყოფი, პირველ დღეს პატარა ექსკურსს ვუკეთებთ, შემდეგ ვასადილებთ და მერე ვუკეთებთ ულამაზეს გახსნას, რომელსაც დაესწრებიან აჭარისა და იმერეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის შემდეგ უკვე, იმავე ტერიტორიაზე საღამოს მოვუწყობთ ბანკეტს. 31 ივლისიდან უკვე იწყება ,,აჭარა ფეშენ ვიკის“ სამუშაო დღეები. 2 აგვისტოს იქნება დახურვა. დახურვის ცერემონიალიც იქნება ძალიან საინტერესო. სტურმები გვეყოლებიან ერთი დღე ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, ხოლო შემდეგ ჩამოვიყვანთ ქალაქ ბათუმში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42