რუსების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
ამის შესახებ შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ხურვალეთში ადგილობრივი მაცხოვრებლების კუთვნილი 10 ჰექტარი დამუშავებული მიწის ფართობი მიითვისეს. ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები სოფელში წუხელ გვიან ღამით დაამონტაჟეს.
მასალის გამოყენების პირობები






