ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამურის სახელმწიფოს“ ავღანეთის ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ჰასიზ საიდი ნანგარხარის პროვინციაში მოკლეს. სავარაუდოდ, საიდი აშშ-ის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა. დაჯგუფებას მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება ჯერჯრობით არ გაუკეთებია.
შეგახენებთ, 9 ივლისს, ავღნეთში, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს დაახლოებით 54 ჯიჰადისტი, მათ შორის დაჯგუფების ორი ლიდერი ემსხვერპლა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი დაჯგუფების, ავღანეთის ფრთის ლიდერის თანაშემწე - გულ ზამანი, ხოლო მეორე - შაჰიდულა შაჰიდი, პაკისტანური „თალიბანის“ მთავარი „სპიკერი“ ISIS-ის რიგებში ოფიციალურად გაწევრიანებული არ იყო.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებმა იერიშები მაშინ განახორციელეს, როცა ISIS-ის ლიდერები შეხვედრას მართავდნენ.
ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. საჰაერო იეირიშებით დაჯგუფების რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია წარმატებით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






