ბრძოლა კორუფციასთან - ,,ქვეყანა ოლგარქებს არ უნდა ეკუთვნოდეს“ - დავით საყვარელიძე
მსოფლიო - 13:33, 11 Jul, 2015     2336
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე „112 უკრაინის“ ეთერში „შუსტერ შოუ“ ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო. გადაცემაში, რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მაღალჩნოსნების გახმაურებული დაკავების თემა განიხილებოდა.

„ჩვენ, ქართველი უკრაინელები როცა უკრაინაში ჩამოვედით და პრეზიდენტ პოროშენკოს შევხვდით, უკრაინის პროკურატურის რეფორმირების გეგმა წარვუდგინეთ, რომლის ერთ-ერთი ეტაპი იყო გენერალური ინსპექციის შექმნა. მისი მიზანი, თავად პროკურატურის წარმომადგენლების კორუფციული საქმიანობის გამოვლენა იქნებოდა. პროკურატურის „კონსერვატული“ ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა პეტრო პოროშენკომ მხარი დაგვიჭირა და მეც დავპირდი, შედეგი ძალიან მალე იქნებოდა. სამსახურის შექმნიდან 3 კვირის შემდეგ დადებულმა შედეგმა უკრაინელების ენთუზიაზმი დაგვანახა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. იმ ჩინოვნიკებს, რომელთა დაკავებაც მოხდა, რატომღაც მიაჩნდათ, რომ ათასობით დოლარის კაბინეტში შენახვა უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე შვეიცარიის ბანკში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენთან დამხარების თხოვნით ერთ-ერთი ბიზნესმენი მოვიდა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კორუფციის მსხვერპლი იყო. ჩვენ მას უსაფრთხოების გარანტია აღვუთქვით და გამოძიებაც დაიწყო" - განაცხადა საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სპეცოპერაცია კანონდარღვევით ჩატარდა და სპეცდანიშნულების ჯგუფ „ალფას“ ჩხრეკის ორდენი არ ჰქონდა.

„ჩვენ არც ისეთი სულელები ვართ, პროკურატურის შენობებში საჭირო ნებართვების გარეშე შევიდეთ“ - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, სასამართლო და პროკურატურა სინქრონულად უნდა მოქმდებდნენ, რადგან მოსამართლე რობოტი კი არა ანალიტიკოსია, რომელმაც ფაქტებზე დაყრდნობით სწორი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

დავით საყვარელიძემ ბიზნესმენებს მოუწოდა, თანხის გამოძალვის ან ნებისმიერი კორუფციული ქმდების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ მათ დამხარებისთვის.

მისივე თქმით, უკრაინაში ხალხისა და ფულის ძალაუფლება უნდა გაიმიჯნოს. გენპროკურატურის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობა დიდია და დასძინა, რომ საჭიროა ისეთი ქვეყნის აშენება, რომელიც ოლიგარქებს არ ეკუთვნის.

„ეს კი სათანადო სათანადო სამართალდამცავ ორგანოებს მოითხოვს. საჭიროა რეფორმები საგადასახადო, საბაჟო მომსახურების სფეროებში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინიტროსა და უშუშროების სამსახურში, რათა იქ დაუწერელი კანონები არ მოქმედებდნენ. უკრაინაში საბოლოოდ უნდა გაქრეს კონსენსუსი კორუმპირებულ ისტრუქტურებთან“ - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, დავით საყავრელიძის ხელმძღვანელობით, ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად გენპროკურატურისა და კიევის რეგიონალური პროკურატურის მაღალჩინოსნები დააკავეს, რომლებიც 3 მილიონი გრივნის ოდენობის ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები, სპეცოპერაციაში „ალფას“ სპეცსამსახურის თანამშრომლები მოანწილეობდნენ. დაკავებულთა სახლებისა და ოფისების ჩხრეკისას კი ფასიანი ქაღალდები, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი ოდენობის თანხა და ძვირფასი ქვები - 65 ბრილიანტის ქვა ამოიღეს. გავრცელებული ინფომაციით, მაღალჩინოსნები კორუფციულ სქემას მფარველობდნენ, ქვების მომპოვებელ მეწარმეებს ფულს სძალავდნენ და მათთან შეკრული პირების თავისუფლად მოქმედებას უზრუნვეყოფდნენ.

ხატია ლაღიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42