იმავე დღეს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა პოლონეთის მოქალაქე ე.ჯ., რომელსაც დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების - კოდეინის შემცველი მედიკამენტი THIOCODIN(7 აბი)აღმოუჩინეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ შემდგომი რეაგირების მიზნით ეცნობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა სხვა საბაჟოებზეც. კერძოდ, Tramal (tramadol HCI 50 მგ) - 10 აბი, Tramal (tramadol HCI 100 მგ) - 8 აბი და Zaldiar (tramadol HCI 37.5 მგ,paracetamol 325 მგ) – 4აბი - აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 9 ივლისს, სგპ „ბათუმის აეროპორტში“. მედიკამენტები აღმოჩნდა ისრაელის მოქალაქე მ.ე.-ის ბარგში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.
ანალოგიური კანონდარღვევა მოხდა 10 ივლისს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე. ირანის მოქალაქე ა.ი.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Diphenoxylate აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
მასალის გამოყენების პირობები






