ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის განცხადებით, შემთხვევის დროს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი შიშვლები იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ხარშილაძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან 2005 წლის 2 თებერვლის ღამე დეტალურად გაიხსენა.
„ღამის ოთხის ნახევარზე დამირეკა მიხეილ ძაძამიამ. აღელვებული იყო...მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. დაახლოებით გლდანიდან საბურთალოზე მივედი და შევეცადეთ სახლში შესვლას. როდესაც შევედით, ზურა იჯდა სავარძელზე. ჩამოვიყვანეთ, დავასვენეთ, გავუსინჯეთ პულსი... ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ. გვერდზე იყო რაულ უსუპოვი. დეტალებში აღარ შევალ. ადგილზე არანაირი ნიშანი, არანაირი კვალი იმისა, რომ რაიმე ტიპის ძალადობა ყოფილიყო, არ შეინიშნებოდა. ფაქტი იყო, რომ ზურა იყო გარდაცვლილი. ზურას არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდა, ასეთ სიკვდილს არ აირჩევდა. შემთხვევის დროს შიშველი იყო. ისე მოვიქეცით, როგორც სხვა მოიქცეოდა ჩვენს ადგილას. ჩავაცვით ზურას, რომ ის ასეთ მდგომარეობაში არავის ენახა. რაულ უსუპოვი გავიყვანეთ მანქანაში, მაგრამ უფრო აბსურდი იყო, რომ ზურა უცხო სახლში ასეთ ვითარებაში აღმოჩენილიყო. შემდეგ ისევ შემოვიყვანეთ რაული სახლში. როდესაც მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს ის სურათი, რაც საზოგადოებამ იცის“, - განაცხადა ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






