ფოტო და ვიდეო მასალა უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება- "დინამოს" განცხადება
სპორტი - 17:01, 10 Jul, 2015     1782
თბილისის "დინამო" აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საფეხბურთო კლუბი იმედს გამოთქვამს, რომ უეფა აზერბაიჯანში მომხდარ მოვლენებს საჭირო სიმკაცრით მოეკიდება. განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, რომელიც გუშინ თბილისიდან გაბალში დინამოს მხარდასაჭერად ჩავიდა და გუნდს მთელი 90 წუთის მანძილზე მხარში ედგა და მათაც, ვინც საქართველოდან გვქომაგობდა.არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ გუშინ გაბალას ცენტრალურ სტადიონზე მომხდარ ფაქტებს, რომელთა დროული აღკვეთა, თბილისური მატჩისგან განსხვავებით ადგილობრივმა სამართალდამცვამა ორგანოებმა სამწუხაროდ ვერ შესძლეს.

90 წუთის მანძილზე სტადიონზე რთული ვითარება იყო და მატჩის მიმდინარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იდგა, რასაც ხელს უწყობდა მაყურებელთა უკონტროლო ჯგუფების პროვოკაციული ქმედებები. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა ქვეყნისა და კლუბის შეურაცხმყოფელი დროშები, რომლებიც უეფას დელეგატის მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა ტრიბუნაზე. ასევე, მეორე ნახევრის დასაწყისში მოედნის აღმოსავლეთ მხარეს დაწვეს საქართველოს ეროვნული დროშა, ხოლო მატჩის შემდეგ ადგილბრივმა ქომაგებმა ჩაამსხვრიეს თბილისელ გულშემატკივართა ავტობუსის მინები.

ზემოხსენებულ ფაქტებზე არსებობს ფოტო და ვიდეო მასალები, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გუშინ მომხდარ მოვლენებს სრული სიმკაცრით მოეკიდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობაც ადეკვატურ შეფასებას მისცემს და დაგმობს გუშინდელ ქმედებებს.

ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოთამაშეებს, რომლებმაც აღნიშნული რთული სათამაშო ფონის და ზედიზედ მეორე მატჩში კაცნაკლულობის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკთეს იმისათვის, რომ დინამო შემდეგ ეტაპზე გასულიყო.

იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ხასიათის ინციდენტების წახალისება არ მოხდება და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეჯიბრებები სპორტულ პრინციპებს არ გასცდება,"-ნათქვამია თბილისის "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42