"თმებში წვდა... თავისა და სახის არეში გაარტყა" - ბათუმში დედამთილმა რძალი სცემა
სამართალი - 18:21, 09 Jul, 2015     11152

რძლის ცემაში ბრალდებული 49 წლის ქალბატონი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

პროკურორის თქმით, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა: "შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში წვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა".

აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება და ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ეს ბრალდებულს მოსამართლემაც განუმარტა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს: "არც მას დაუკლია ცემა, მაგრამ მე პოლიციაში წასვლა არც მიფიქრია, მაგას არ ვიკადრებდი, მან კი, როცა სისხლი წამოუვიდა, მოისვა მთელ სახეზე. ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯა, ცქერას ხომ არ დავუწყებდი?".

საბოლოო სიტყვისთვის მოსამართლემ ბრალდებულს განუსაზღვრელი დრო მისცა, თუმცა ეს დრო ბრალდებულმა არ გამოიყენა: "არაფერი მაქვს სათქმელი".

ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. მუშაობს სანდასუფთავების სამსახურში. სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია.


ვრცლად იხილეთ ბმულზე: "ბათუმელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42