სისხლის დონაციის მასშტაბური აქცია „მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სიხლის ბანკის“ ინიციატივით და თხოვნით დაიგეგმა. რამდენიმე დღის წინ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა უანგაროდ უკვე გაიღო სისხლი. მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად აქციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებიც შეურთდნენ. 25-26 თებერვალს დონაციის კვირეულში თბილისში დასაქმებული დაცვის პოლიციელები ჩაერთნენ. „ცენტრალური სისხლის ბანკის“ ბაზას დედაქალაქიდან 283 ახალი დონორი შეემატა. აქციები პერმანენტულად დაგეგმილია: 28 თებერვალს - იმერეთი გურიის რეგიონში; 1 მარტს - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში; 4 მარტს - კახეთის რეგიონში; 6 მარტს - შიდა ქართლის რეგიონში; 11 მარტს - სამეგრელოს რეგიონში; 14 მარტს - ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე აჭარაში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებს არაერთხელ დაეხმარნენ. ,,გადაეცი სიცოცხლის უფლება - გაიღე სისხლი!“ აქციების ფარგლებში ბოლო წლებში სისხლის დონორი დაცვის პოლიციის ათასამდე თანამშრომელი გახდა. მიმდინარე კვირეულში კი 900-მდე თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი გახდეს სისხლის დონორი. სისხლის უსასყიდლო დონაციის საქველმოქმედო ღონისძიებები დაცვის პოლიციელების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
მასალის გამოყენების პირობები






