გიორგი ცააძე პროკურატურას მთავარი მოწმის ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს
სამართალი - 15:48, 09 Jul, 2015     1565
შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე, რომელიც ამჟამად ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა ბრალდებული, პროკურატურას მთავარი მოწმის ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ედუარდ სინდოიანის ჩვენების თარგმანს. ცააძის განცხადებით, სანდოიანმა გამოძიებას ჩვენება უკრაინაში, რუსულ ენაზე მისცა, მის ჩვენებაში არ არის ნახსენები ვინმე კონკრეტული პირი და არც მის მიმართ ძალადობის გამოყენება. თუმცა პროკურატურამ საკუთარ თარგმანში ჩაწერა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

ცააძემ 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ სანდოიანთან გასაუბრებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სინდოიანმა მასთან აღიარა, რომ ის ვაზაგაშვილთან და ფუთურიძესთან ერთად საყაჩაღოდ მიდიოდა.

"ახლა ეს პიროვნება ამბობს, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე მასთან მიდიოდნენ, რათა ის დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში. სინამდვილეში საქმეში დევს დისკი, სადაც მე მას ვესაუბრები და ეს დისკი დიდი ხანია ცნობილია. სინდოიანის ვინაობა თავიდანვე ცნობილი არ იყო, ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ტელეფონის ნომერი, შემდეგ მოხდა ამ პირის დადგენა. მოიყვანეს იგი და მე გავესაუბრე. 14 წელი ვიმუშავე პოლიციაში და ოპერატიული მუშაკი ვარ, ჩეკისტი ვარ და ჩეკისტურად შევუსრულე, დავსვი და აღიარა, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ", - განაცხადა გიორგი ცააძემ.

ცააძის თქმით, მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ იყვნენ, ისეთ დეტალებზე საუბრობენ, რომელსაც ის ვიდეოფირი გამორიცხავს, რომელიც სპეცოპერაციის დღეს არის გადაღებული.

„რამოდენიმე მოწმე ყველაფერი დამთავრებული რომ იყო მაშინ მოვიდა. აი, იმ დროს, სახანძრო მანქანები რომ წმენდნენ ადგილს. ეს ხალხი იძახის, რომ, თითქოს, ფუთურიძე რომ გადაყავდა სპეცრაზმს, მანამდე მე მივედი და თანმქონე იარაღით საკონტროლო გასროლებით ფანჯრიდან ვესროლე. დაუკვირდით ბატონო მოსამართლე, სანამ ფუთურიძე გადმოვა, ამის ამსახველი ვიდეო მასალა კანონიერად ცნობილი მტკიცებულებაა და საქმეში დევს. ამ კადრებში არ ვჩანვარ. ჩემი სიმართლე საქმეში დევს. ჩემი გამამართლებელი განაჩენი დევს. მე შეურაცხყოფად მიმაჩნია საპროცესო, მე მოვიგებ ამ პროცესს"- განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ცააძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42