განცხადება ფირცხალავამ დღევანდელ პროცესზე გააკეთა.
"წარმოიდგინეთ, ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე 2006 წელს, დირექტორის მოადგილემ, მოვატყუე ჩემი პირადი უფროსი, მინისტრის 2 მოადგილე, მინისტრი, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები. ბრალდებამ ეს აბსურდი უნდა დაამტკიცოს ანუ პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს ის, რომ მე ვიცეპოლკოვნიკმა ამდენი ჩინოვნიკი მოვატყუე და ჩემი მიზნების გამო შევქმენი ლაშქარი და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოვახდინე შურისძიება, ეს ხომ წარმოუდგენელია", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ რიგითმა სპეცრაზმელებმა მათი ხელმძღვანელების მიმართ მამხილებელი ჩვენება მისცეს. თუმცა ვის წინააღმდეგ არის ჩვენება ან რაზე საუბრობენ ყოფილი სპეცრაზმელები არ კონკრეტდება. ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ პროკურორის ეს განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






