ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოქალაქე ლიკა კიკიანმა მომართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ხსენებული მომართვის საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ინტერნეტში ვიდეო ორი დღის გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით პოლიციის მხრიდან გოგონას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი შსს-მ უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






