"ეს განცხადება შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს" - ადვოკატი სპეცრაზმელების მამხილებელ ჩვენებაზე
სამართალი - 13:34, 09 Jul, 2015     1825
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, რომ პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სპეცრაზმელებმა ხელმძღვანელი პირების საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ამის შესახებ ხაჟალიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ამბობ რა ჩვენებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონკრეტიზაციას ვერ აკეთებ და ამ შემთხვევაში ამბობ, რომ მამხილებელი ჩვენებები მისცეს ბრალდებულებმა ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მათ შეიძლება თანამდებობის პირები მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ამხილეს ან ამხილეს განზრახ მკვლელობაში. ორივე მამხილებელი ჩვენებაა. ამიტომ როდესაც ამბობ, რომ მათ მამხილებელი ჩვენება მისცეს, უნდა დააკონკრეტო. რიგითმა სპეცრაზმელებმა ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცეს და საზოგადოებისთვის მათი ჩვენების დეტალები უცნობია. ბევრი პროკურორის განცხადება მსმენია მამხილებელ ჩვენებებზე, რომელიც შემდგომ საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს სასამართლო სხდომაზე. ეს განცხადებები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამ ეტაპზე ვინმეს უდანაშაულობაზე ან დამნაშავეობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან სასამართლო განხილვები მიმდინარეობს“, - განაცხადა ხაჟალიამ.

საქმის პროკურორმა გუშინ განაცხადა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითმა სპეცრაზმელებმა ჩვენება ხელმძღვანელების წინააღმდეგ მისცეს. თუმცა პროკურორს არ დაუკონკრეტებია ვის წინააღმდეგ მისცეს კონკრეტულად სპეცრაზმელებმა ჩვენება და რა განაცხადეს მათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42