უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე, დენის ანტონიუკი მისი უკანონოდ გათავისუფლებისთვის, უკრაინის გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
ანტონიუკის თქმით, მისი გადაყენება, ოდესის ოლქის გუბენრატორის უკანონო ქმედების საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა და ეს ქმედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევა. ანტოპნიუკმა სააკაშვილი ავიაკოპმანია Атласджет Украина-ს ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ მისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის სააკაშვილისგან 1 მილიონ გრივნას ითხოვს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პრესკონფერენციაზე განიხილებოდა ოდესის აეროპორტში „ღია ცის“ პრინციპის დანერგვა.
სააკაშილის თქმით „ღია ცის“ პრინციპი ვერაფერს შეცვლის, თუ ბილეთების ფასი იგივე დარჩება და ფრენებზე მონოპოლია მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ექნება. სააკაშვილის თქმით, აუცილებელია რომ ამ სფეროში ბევრი კომპანია შემოვიდეს და კონკურენცია იყოს.
უკრანის სახელმწიფო ავიაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხა და განაცხადა, რომ მსგავსმა რეფორმებმა საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო.
„ძვირფასო, 6 მილიონი ტურისტი შედეგი არაა? მინდა რომ სწორედ ასეთი „უშედეგობა“ იყოს ოდესაშიც. რატომ იყო 6 მილიონი ტურისტი? იმიტომ რომ ისეთები, როგორიც თქვენ და თქვენი უფროსები ხართ ჩვენ ხელისუფლებას ვერ მიუთითებდნენ, ვინ შემოეშვათ ამ სფეროში და ვინ არა“- განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ანტონიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






