„ჩემი აზრით, ლოგიკური იქნებოდა, თუ ამ სამსახურს ეკატერინე ზღულაძე ჩაუდგეს სათავეში. თუმცა, მეორე მხრივ არსებობს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მისი სურვილი ან ის, რომ ჩვენს სისტემას მისი ცოდნა სხვა რეფორმების გატარებისთვის სჭირდება. ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ" - განაცხადა ავაკოვმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას 3 თვის განმავლობაში იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, 2 ივლისს უკრაინის რადამ პოლიციის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად ძველი პოლიციის ახლით ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ამასთანავე, ახალი საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება. თუმცა, აღნიშნულ კანონს ძალაში შესვლის მიზნით ჯერ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უნდა მოაწეროს ხელი. ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის ბოლოს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






