ლიკა კიკიანი, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს დღეს პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას მიმართავს. ის გვიანობამდე კუს ტბის ტერიტორაზე ელოდებოდა გენინსპეციის წარმომადგენლებს, რომ ადგილზე გადაღებული ვიდეოჩანაწერები ამოეღოთ, თუმცა ისინი იქ არ მისულან.
„მე და ჩემი მეგობრები გვიანობამდე ვიდექით აქ. ჩემთან არავინ არ ამოსულა, არც პოლიცია არც გენინსპექცია. ხვალ დილიდან მივმართავთ მათ, მაგრამ დაგვიანებული იქნება, რადგან ხვალ ჩანაწერები წაიშლება. კამერებში დევს ფაქტები, თუ როგორ მცემა პოლიციამ მე. სამწუხაროდ კამერების გარეშე ამ ფაქტს ვერ ვამტკიცებ“, - აცხადებს კიკიანი.
შეგახსენებთ, კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბის მენეჯერმა ლიკა კიკიანმა ინტერნეტში ვიდეო ორი დღის გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ფაქტი შსს-მ უარყო.
მასალის გამოყენების პირობები






